პრესრელიზი
28 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge
"ელიტ ელექტრონიქსის" რეალიზაცია დეკემბერში 200%-ით გაიზარდა
კომპანია მომხმარებლებს ყოველდღიურად ახალ აქციას სთავაზობს
[PUBLICITY.G E] თბილისი, 28 დეკემბერი, 2010 წელი -"ელიტ ელექტრონიქსმა" დეკემბრის დასაწყისიდან "10 000 საახალწლო შეთავაზების" მასშტაბური აქცია დაიწყო, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია ფასდაკლებით წარმოადგინა. ფასდაკლებასთან ერთად ქსელში სპეც ფასებისა და საჩუქრების კამპანიაც დაიწყო. შესაბამისად, მენეჯმენტის თქმით, შედეგმაც არ დააყოვნა და ნოემბერთან შედარებით გაყიდვები 200%-ით გაიზარდა.
- "საახალწლოდ მომხმარებლებისთვის "10 000 საუკეთესო შეთავაზების" პროექტი დავიწყეთ. არნიშნული აქციის ფარგლებში დღეიდან მათ განსაკუთრებულ აქციას ამერიკული ბრენდის WHIRPOOL-ის მაცივრებზე ვთავაზობთ, რომლის ფასიც უპრეცენდენტოა ბაზარზე. მაცივრის ღირებულება 449 ლარიდან დაიწყება. აღნიშნული ბრენდის ნებისმიერი მაცივრის შეძენისას მომხმარებელები საშუალოდ 200 ლარს დაზოგავენ" - აცხადებს კომპანიის დირექტორის პირველი მოადგილე დავით კენჭაძე.
24 დეკემბერს კი კომპანიამ ყველა დასახელების ტექნიკაზე 3 დღიანი უპროცენტო განვადება გამოაცხადა. თუმცა მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული კამპანია 1 იანვრამდე გაგრძელდება.
აქციის ფარგლებში, კომპანიის ქსელში მისულ მომხმარებლებს 3 თვიანი უპროცენტო განვადებით სარგებლობა ნებისმიერ ტექნიკაზე შეუძლიათ. პროცენტს კი, რომელიც მათ უნდა გადაიხადათ, "ელიტ ელექტრონიქსი" დაფარავს.
6 თვიანი განვადების პირობებით სარგებლობა კი მოსახლეობას ბოშის , სიმენსის, გორენიეს და შარპის საოჯახო ტექნიკის შეძენისას შეეძლებათ.
აქციში მონაწიელობს ბანკი რესპუბლიკა და თიბისი ბანკი
წინასაახალწლო ვაჭრობის ციებ-ცხელებიდან და მომხმარებლების სიჭარბიდან გამომდინარე მენეჯმენტის გადაწყვეტილებით 31 დეკემბრამდე ქსელის ყველა მაღაზია სპეციალურ რეჟიმში საღამოს 10 საათამდე იმუშავებს.